სერვისები

მოგესალმებათ კავკასუს მედიქალ იმპორტი

თქვენი სანდო სამედიცინო შესყიდვებისა და ლოჯისტიკის პარტნიორი

თუ შერჩეული გაქვთ სამედიცინო პროდუქტი საზღვარგარეთ, ან აპირებთ შეძენას, ჩვენ დაგეხმარებით ყველა პროცედურის წარმატებით გადალახვაში.

სერვისების ჩამონათვალი შემდეგია:

პროდუქტის მოძიება:

  • დაინტერესებული პროდუქტის პოტენციური მომწოდებლების მოძიება და დამკვეთთან გადაგზავნა. წინასწარ განისაზღვრება პროექტის ღირებულება, რომელშიც გათვალისწინებული იქნება მოსმახურების საკომისიო და დეტალური ბილის სახით გადაეგზავნება დამკვეთს.
  • შესყიდვის არჩევანის გაკეთებაში ჩვენი ექსპერტები დაგეხმარებიან.

ტვირთის ტრანსპორტირება:

  • ჩვენი კომპანია ახორციელებს ტვირთის ტრანსპორტირებას ნებისმიერი ქვეყნიდან სხვადასხვა ტრანსპორტირების გზით, როგორიცაა საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო, ექსპრეს ფოსტა და სხვა.
  • ტვირთის ღირებულების დათვლა ხორციელდება კონკრეტული შეკვეთიდან გამომდინარე, მისი ზომის, მოცულოისა და აღების მისამართის გათვალისწინებით.
  • ჩვენ ვახორციელებთ ისეთი არასტანდარტული ტვირთების გადაზიდვასაც, როგორიცაა არაგაბარიტული ტვირთები, მრტ, პეტ, კტ აპარატები, აკუმულატორები, რადიაციული პროდუქცია და სხვა.

საბროკერო მომსახურება:

  • CMI დამკვეთებს თავაზობს საბროკერო მომსახურებას, საბაჟოზე შემოსული ტვირთის განბაჟებას და მის ადგილზე მიწოდებას.

სასაწყობე მომსახურება:

  • იმ შემთხვევაში თუ დამკვეთს ესაჭიროება ტვირთის შენახვა, სარემონტო ან საინსტალაციო სამუშაოების დაწყებამდე, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენს საწყობში მის დროებით განთავსებას.

ინსტალაცია:

  • გამოცდილი ინჟინრების გუნდი დააინსტალირებს თქვენს აპარატურას და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარებს ტრენინგს პერსონალს.

შეკეთება:

  • ჩვენი ინჟინრების გუნდი გააკეთებს თქვენი აპარატურის დიაგნოსტირებასა და შეკეთებას.

ფინანსირება:

  • შესყიდვის ფინანსირების შესაძლებელია პარტნიორ ბანკებთან თანამშრომლობით.

გადარიცხვების გამარტივება:

  • დღესდღეობით, განახლებული რეგულაციების ფონზე გართულებულია გადარიცხვები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, კორეა, ჩინეთი და სხვა. ჩვენი კომპანია გთავაზობთ ამ პროცესის გამარტივებას და თანხის გადარიცხვას შუამავალი ბანკების დახმარებით.

სატენდერო დოკუმენტაციის გამართვა:

  • თუ სამედიცინო დაწესებულება გეგმავს პროდუქტის შესყიდვას ადგილობრივი მომწოდებლებისგან, CMI გთავაზობთ სატენდერო წინადადების მომზადებას დამკვეთისთვის სასარგებლო პირობების გათვალისწინებით.

მიმართულებები

ჩვენი კომპანია სრულად ფარავს სამედიცინო და სტომატოლოგიურ აღჭურვილობებსა და სახარჯ მასალებს. ძირითადი პროდუქციის ჩამონათვალი ქვემოთაა მოყვანილი.

    სამედიცინო გამოსახულების სისტემები:

    • CT სკანერი
    • MRI სისტემა
    • ულტრაბგერითი აპარატი
    • რენტგენოდანადგარი და სხვ.

    ქირურგიული აღჭურვილობა:

    • საოპერაციო მაგიდა
    • საოპერაციო განათება
    • ელექტროქირურგიული დანა
    • ქირურგიული ინსტრუმენტები და სხვ.

    პაციენტის მონიტორინგის მოწყობილობები:

    • პაციენტის მონიტორი
    • ეკგ აპარატი
    • პულსოქსიმეტრი
    • გლუკომეტრი და სხვ.

    ლაბორატორიული აღჭურვილობა:

    • ცენტრიფუგა
    • ჰემატოლოგიის ანალიზატორი
    • ბიოუსაფრთხოების კაბინეტი
    • მიკროსკოპი და სხვ.

    კრიტიკული მოვლის აღჭურვილობა:

    • ხელოვნური ვენტილაციის აპარატი
    • ინფუზომატი
    • შპრიცის ტუმბო
    • დეფიბრილატორი
    • ანესთეზიის აპარატი და სხვ.

    სამედიცინო ავეჯი და აქსესუარები:

    • საწოლი
    • ტაფჩანი
    • სტრეტჩერი
    • შტატივი და სხვ.

    სახარჯები და აქსესუარები:

    • ერთჯერადი ხელთათმანი
    • სამედიცინო პირბადე
    • სტერილური ბინტი
    • პაციენტის მონიტორის აქსესუარები და სხვ.

    სტომატოლოგიური პროდუქტები:

    • რენტგენოგრაფია (2D, 3D CBCT, პანორამული)
    • ავტოკლავი
    • სტომატოლოგიური სავარძელი
    • 3D სკანერი
    • ინტრაორალული სენსორი
    • ინტრაორალური კამერა
    • სახარჯები და სხვ.

ჩვენს შესახებ

კავკასუს მედიქალ იმპორტი არის კვალიფიციური პერსონალისგან დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ზრუნავს დროულად და ეფექტურად სამედიცინო პროდუქციის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით.

ჩვენი უპირატესობებია:

  • ხარჯების სრული გამჭვირვალობა
  • გამოცდილი პერსონალი
  • სერვისების ფართო არჩევანი

Contact

  • Address: 18 Parnavaz Mepe ave., Tbilisi, Georgia
  • Email: info@cmi.ge
  • Phone: (+995) 322 111-316